პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპი ირწმუნება, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/Trump394.png)
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს უკრაინის დახმარების გაგრძელებას, სანამ ეს საჭირო იქნება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითვაზე აპირებს თუ არა მისი ადმინისტრაცია უკრაინის დახმარების გაგრძელებას, ტრამპი პასუხობს: "დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ფული დაცული იყოს. ჩვენ, რომ ეს აღარ გავაკეთოთ (რედ. უკრაინის დახმარება) პუტინი იტყოდა, რომ გაიმარჯვა. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ამას აკავებს და სიმართლე გითხრათ ამას იქამდე გავაკეთებთ სანამ საჭირო იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურს დავუშვათ ალტერნატიული სცენარი."
ტრამპის თქმით, პუტინს მშვიდობა სურს, რაც უკვე "კარგია," რადგან ბაიდენის დროს პუტინი არ იყო მზად მშვიდობისთვის.
კონტექსტი
ტრამპის თქმით, საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო და მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, მისი თქმით, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მაღალი შანსი ახლო მომავალში.
პუტინთან საუბრის შემდეგ, შედგა სატელეფონო ზარი ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარიც.
სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრა, რომელზეც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტური სცენარია.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე გამორიცხა ამერიკული ჯარების გაგზავნა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა სრულად ევროპას დააკისრა.