ქართული ლეგიონის დახმარებით, კიევის რაიონის საკვანძო სოფელი გათავისუფლდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქართული ლეგიონის დახმარებით კიევის რაიონის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი სოფელი გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Focus ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია კიევის რაიონის სოფელ რუდნიცკოზე, რომელიც კიევისგან 60 კილომეტრით არის დაშორებული. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ქართული ლეგიონის ერთობლივი წარმატებული მოქმედებების შედეგად კიევისგან აღმოსავლეთით ფრონტის ხაზმა 15 კილომეტრით უკან გადაიწია.
საყურადღებოა, რომ დღესვე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე კიევის შემოგარენში მდებარე ერთ-ერთი მნიშნველოვანი ქალაქი ირპენი სრულად გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ირპენში მიმდინარეობს პოზიციების გასუფთავება და გამაგრება, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიწყებენ კონტრ-შეტევას ბუჩასა და გოსტემელის აეროდრომზე, რომლებიც ასევე, კიევის შემოგარენში მდებარეობს.