რა იარაღი მიიღო უკრაინამ აქამდე გერმანიისგან - ჩამონათვალი
გერმანული პრესის სააგენტო აქვეყნებს უკრაინის მთავრობის მიწოდებულ სტატისტიკას ომის დაწყების შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისათვის გადაცემულ იარაღზე.
უკრაინის მთავრობის მონაცემების თანახმად, გერმანელების გაწეული დახმარება ამ დროისთვის ასეთია:
- 2500 საზენიტო რაკეტა
- 900 პანცერფაუსტის ყუმბარმტყორცნი 3000 ყუმბარით
- 100 ტყვიამრფქვევი
- 15 ბუნკერფაუსტის ნაღმტყორცნი 50 რაკეტით
- 100 000 ხელყუმბარა
- 2000 ნაღმი
- დაახ. 5300 ასაფეთქებელი მოწყობილობა
- 16 მილიონზე მეტი სხვადასხვა სახის ტყვია
19 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, უკრაინისთვის დახმარების გაზრდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გერმანია უკრაინას მილიარდ ევროს გადასცემს კერძო მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შესაძენად. შოლცმა არ დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს, რასაც უკრაინული მხარე დიდი ხანია, ითხოვს.