რა ვიცით ბელგოროდში მიმდინარე ოპერაციაზე

12 მარტს, „ლეგიონმა თავისუფალი რუსეთი“ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და სახმელეთო ოპერაციის დაწყება დაანონსა. ლეგიონს გვერდს უმაგრებდა „რუსეთის მიხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“.

ოპერაცია ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში ტერიტორიულ გარღვევას ისახავდა მიზნად, რაც, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

ბრძოლის დაწყებას წინ და პარალელურად უძღოდა უკრაინის მასირებული საჰაერო შეტევა რუსეთის 10 რეგიონზე, რომელთა ძირითდი სამიზნეები ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხნები იყო.

ქალაქი ბელგოროდი და მთლიანი ოლქი, ასევე, კურსკის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი ამ დრომდე განუწყვეტლივ იბომბება. გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში დაიღუპა 16, ხოლო დაშავდა ასამდე ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიურ გარღვევას სოფელ კოზინკაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ФСБ უარყოფდა, გავრცელებული ვიდეო მასალების ანალიზი და გებარნატორის გადაწყვეტილებები საპირისპიროზე მიუთითებს.

მისი განკარგულებით, მომიჯნავე დასახლებული პუნქტებიდან 9 ათასი ბავშვის ევაკუაცია მოხდება, სკოლებში კი, მოულოდნელი ერთ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა. სოფელ კოზინკაში ყველა შემავალ გზაზე გამშვები პუნქტები განთავსდება. 

პუტინის მიერ 20 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, მოსაზღვრე რეგიონებთან არსებულმა ვათარებამ „ე.წ. სანიტარული ზონის“ შექმნის აუცილებლობა დააყენა. მიზანი -  რუსულ დასახლებულ პუნქტებსა და ურკაინას შორის ბუფერულის ზონის შექნაა, რათა შეწყდეს რეგიონების საარტილერიო დაბომბვები.

რუსეთმა, საპასუხოდ, 15 მარტს, ოდესაზე, ომის დაღწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც, 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. 

პარალელურად, გაუჩერებლად იბომბება რუსეთის მომიჯნავე უკრაინილი სუმის ოლქი. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ მარტის განმავლობაში, სუმის ოლქში რუსეთმა 200-ზე მეტი პლანირებადი ბომბი ჩამოაგდო.

ხუთშბათს, რუსეთმა კიევისკენ, რამდენიმე ათეული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაისროლა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო. 

სახმელეთო გარღვევა

21 მარტის მონაცემებით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რუსული მოხალისეთა კორპუსმა“, სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკით, ბელგოროდის ოლქის სოფელ კოზინკაში შეღწევა შეძლო. გავრცელებული ვიდეო კადრების ანალიზის მიხედვით, ბრძოლები უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მათ წინააღმდეგ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალები და სამხედროები იბრძვიან. 

განუწყვეტლივ იბომბება ბელგოროდის ოლქში შემავალი ქალაქი სპოდარიუშენკო, თუმცა, ამ მომენტისთვის, ტერიტორიულ გარღვევას ადგილი არ აქვს. 

ამ ეტაპზე ანტი-პუტინისტური შენაერთები ორი მიმართულებით მოქმედებენ. ბელგოროდის ოლქი - სხვადასხვა საშუალებებით აქტიურად ბომბავენ ნეხოტეევკასთნ არსებულ გამშვებ-სასაზღრო პუნქტს.

კურსკის ოლქი - დასახლებული პუნქტი ტეტკინო ინტენსიურად იბომბება. ლეგიონის სამიზნეებს რუსეთის არმიის საწყობები წარმოადგენს. 

17 მარტს, "ლეგიონი თავისუფალი რუსეთის" ტელეგრამ არხზე გავრცელდა ვიდეო მასალა, რის მიხედვითაც, დაჯგუფებამ მოახერხა ბელგოროდის ოლქის სოფელ გორკოვსკში შეღწევა. 

ანტი-პუტინისტური დაჯგუფებების სამხედრო ოპერაციებს პარალელურად ახლავს უკრაინის საჰაერო იერიშები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებზე. გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი სამიზნე ენგელსის სტრატეგიული ავიაციის ბაზირების სამხედრო აეროდრომი გახდა.

სხვადასხვა პოლიტიკოსისა თუ ექსპერტის შეფასებით, ანტი-პუტინისტური დაჯგუფებების ტერიტორიულ გარღევებს, სამხედრო თვალსაზრისით, არსებითი შედეგები  ნაკლებად ექნება, თუმცა, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომის კუთხით, რაც თანამედროვე ომების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის მასშტაბური საჰაერო შეტევები რუსეთის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე. უკრაინის უსაფრთოხების სამსახურის თანამშრომლის მიხედვით, იერიშები ერთიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანი, რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შემცირებაა. სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე წარმატებული იერიში განხორციელდა. 

გამომცემლობა BLOOMBERG-ის მიხედვით, მწყობრიდან გამოსულია ნავთობ-ბაზების საერთო რაოდენობის 11%-ი.

ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ რუსი პარტიზანები სხვადასხვა ტერიტორიულ წერტილებში შეღწევასა და პროგრესს, თუმცა, ამ მომენტისთვის ერთის თქმა შეიძლება - მათ შეძლებს საინფორმაციო ომში უპირატესობის მოპოვება.

მსგავსი სიახლეები