რაფაელ გლუქსმანი: პუტინს უკრაინის გროზნოდ და ალეპოდ გადაქცევა სურს
რუსეთის მიერ უკრაინაში მიმიდნარე სამხედრო აგრესიის შესახებ ევროპული პარლამენტის ფრანგ დეპუტატს, რაფაელ გლუქსმანს ვესაუბრეთ, რომლის აზრითაც, პუტინი ახლა უნდა შეაჩერონ, რათა "კონტინენტური მშვიდობა" გადარჩეს.
"პუტინის გეგმა ძალიან მარტივია, მას სურს რომ გროზნოდ და ალეპოდ გადააქციოს ყველა უკრაინული ქალაქი, რომელიც რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს. ეს არის ის, რასაც რუსული ჯარი გამუდმებით აკეთებს და რაც მათ იციან.
ასე არიან გაწვრთნილები და მათი დაუნდობელი საქციელი მოულოდნელი არ არის, რადგანაც გასული 20 წლის განმავლობაში, საკმარისი დრო გვქონდა იმისთვის, რომ დაგვენახა, თუ რას ჩადიოდნენ და რისი გაკეთება შეუძლიათ."
მისი თქმით, დროა ევროპამ ნაივური მიდგომები წარსულს ჩააბაროს და თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ პუტინმა მმართველობის პირველივე დღიდან, ევროპასთან ომში აირჩია.