რეზნიკოვი: კონტრშეტევისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა
უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სწავლება დასასრულს უახლოვდება, რადგან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გარდა, ჩვენმა სამხედროებმაც უნდა აითვისონ ძალიან თანამედროვე სისტემები... შეგახსენებთ, რომ სატანკო კოალიციის გარდა (რომელშიც პირველ რიგში შედის Leopard-2-ის და Challenger-ის ტანკები და Leopard-1-ები ცოტა მოგვიანებით ჩამოვა), Abrams-ებს მოგვიანებით ველოდებით. Abrams არ მიიღებს მონაწილეობას ამ კონტრშეტევაში, მაგრამ ჩვენი ეკიპაჟები უკვე წავიდნენ წვრთნებზე.
გარდა ამისა, გვაქვს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა: ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. ეს იქნება Bradley, Marder, Stryker და CV 90 შვედეთიდან. იქ სრულდება მოსამზადებელი კურსებიც.
ამასთანავე სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის გადმოცემაა გამოცხადებული, მომზადებული და ნაწილობრივ მოწოდებული. და არის აღჭურვილობა, რომელზედაც სრულდება სასწავლო პროგრამები და მაშინაც კი, ეკიპაჟები მასთან დარჩებიან, როცა დრო და ადგილი დადგინდება.
მაგრამ მოდით ასე ვთქვათ: თუ გლობალური გაგებით ვიტყვით, მაშინ ჩვენ მაღალი პროცენტულობით მზად ვართ." - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას კონტრშეტევის დაწყების თარიღსა და ადგილზე უკრაინის შიეარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიიღებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პარტნიორების მაღალი ნდობის წყალობით უკრაინა მიიღებს Patriot-ებს, HIMARS-ებს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, ტანკებსა და თვითმფრინავებს.
"უსასყიდლოდ ვიღებთ მთელ ამ აღჭურვილობას, საჭირო იქნება დათვლა - ვფიქრობ, უკვე მივიღეთ 80 მილიარდი დოლარის, პლუს-მინუს დახმარება. ყველაზე დიდი კონტრიბუტორი არის შეერთებული შტატები ($50 მილიარდი) სხვა ქვეყნები - $30 მილიარდი." - თქვა რეზნიკოვმა
როგორც თანამშრომლობის მაგალითი, მან მოიყვანა პროექტი, რომელიც გასული წლის აგვისტოში დანიასთან ერთად დაიწყო.
"დანიის სამეფომ თავის დროზე მისი შეიარაღებული ძალებისთვის ფრანგული Ceaser-ის ჰაუბიცების დივიზიონი შეიძინა. მათ გადაიხადეს ფული. ისინი დანიის შეიარაღებაში უნდა ყოფილიყვნენ. დღეს მინდა თქვენთან ვიტრაბახო: უკრაინაში პირველი Ceaser-ები მივიღეთ, საფრანგეთში წარმოებული, რომლებიც დანიის არმიისთვიის იყვნენ განკუთვნილი. ისინი საბრძოლო მოვალეობებს ასრულებენ." - აღნიშნა მან.