რეზნიკოვი შვედეთში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი სტოკჰოლმში გაემგზავრა, სადაც 8 მარტს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური წერს.
"შვედეთში დაიწყო ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ვისაუბრებთ შეიარაღებაზე, გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე და სოლიდარობაზე", - განაცხადა რეზნიკოვმა.
მან შეხვედრის ორგანიზებისთვის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებშიმ ჟოზეპ ბორელს და შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პოლ ჯონსონს მადლობა გადაუხადა.
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შესახებ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემის მოგვარება. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას უნდა გადასცენ იარაღი, რომელიც ახლა მათ ხელთ აქვთ, მარაგების შევსების მოლოდინის გარეშე.