რეზნიკოვმა იტალიას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა

31 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა იტალიას და მის იტალიელ კოლეგას ლორენცო გუერინს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის. ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა.

"როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია! მინდა მადლობა გადავუხადო იტალიის მთავრობას და პირადად ჩემს მეგობარს ლორენცო გუერინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის. უკრაინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება იტალიის ურყევი მხარდაჭერა. Grazie mille!" - დაწერა რეზნიკოვმა.

მან არ დააკონკრეტა რა შედის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში.

27 ივლისს იტალიის საპარლამენტო უსაფრთხოების კომიტეტმა დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს განკარგულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეოთხე პაკეტის გადაცემის შესახებ, იტყობინება Fatto Quotidiano

პაკეტში შედის სამხედრო ტექნიკა, მასალები და აღჭურვილობა, მაგრამ კონკრეტული სია არ გამოქვეყნებულა.

მსგავსი სიახლეები