რუსეთის მორიგი საჰაერო იერიში უკრაინაზე
30 მაისს ღამით, რუსეთმა, უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი კომბინირებული საჰაერო იერი მიიტანა.
ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლეშჩუკი იტყობინება.
ოლეშჩუკის მიხედვით, 8 ერთეული С-300/С-400 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით იერიში ხარკოვის ოლქში მოხდა. ასევე, 11 ერთეული Х-101/Х- 555 ტიპის რაკეტა იქნა გაშვებული Ту-95 ТС ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენიდან.
საჰაერო იერიში მოიცავდა 32 ერთეული შაჰედის ტიპის კამიკაძე-დრონით სხვადასხვა რეგიონზე შეტევას.
საჰაერო საფრთხეების მოგერიებაში მონაწილეობას უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო საშუალებები და მობილური საცეცხლე ჯგუფები იღებდა. ასევე, საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ რადიოელექტრონული ბროლის საშუალებებიც იქნა გამოყენებული.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა შვიდი ფრთოსანი რაკეტა და 32-ვე დრონი ჩამოაგდეს ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, ვინიცის და კიევის ოლქებში.
ამჟამინდელი მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. უკრაინული ოფიციალური წყაროებით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვერ შეძლეს ვერცერთი რაკეტის მოგერიება ხარკოვის ოლქში, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, საწარმო, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა შვიდი ადამიანი.