რომნი: პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის უფლება არ უნდა მივცეთ

 

სენატორმა მიტ რომნიმ კვირას განაცხადა, რომ ამერიკამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის უფლება არ უნდა მისცენ.

"ის იმის აღდგენას ცდილობს, რაც აქამდე არსებობდა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ," - თქვა იუტას სენატორმა NBC გადაცემა Meet the Press-ში საუბრისას.

"პუტინს ნატოს დაშლა სურს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ნატო არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთის აღმასვლის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა რომნიმ, რომელიც რუსულ საფრთხეზე 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას საუბრობდა.

კონსერვატორმა პოლიტიკოსმა გადაცემის წამყვანს, ჩაკ ტოდს უთხრა, რომ დასავლეთმა Nord Stream 2-ის გაზსადენი უნდა დაბლოკოს და მისი ამუშავება არ უნდა დაუშვას. 

____________________________

ხუთშაბათს, დემოკრატმა სენატორებმა დაბლოკეს რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა, რომლითაც აღნიშნულ გაზსადენს სანქციები უწესდებოდა.

"ჩვენ მას [პუტინს] უნდა გავაგებინოთ, რომ Nord Stream 2 არ ამუშავდება." - განაცხადა იუტას რესპუბლიკელმა სენატორმა.

 

 

მსგავსი სიახლეები