რუსები ხერსონში ანტონოვსკის ხიდის აღდგენას ცდილობენ
რუსი დამპყრობლები ხერსონში ანტონოვსკის ხიდის აღდგენას ცდილობენ. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ Telegram-ზე განაცხადა.
"მუშაობენ დატვირთვის გათვლების გარეშე, საინჟინრო გეგმების გარეშე - უბრალოდ დაზიანებულ ადგილებს ფილებით ფარავენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამისთვის აეროდრომის ფილების გამოყენებას აპირებდნენ", - განაცხადა მან.
სობოლევსკი აღნიშნავს, რომ შეკეთების ხარისხი და ხიდის საიმედოობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მანიპულაციების შემდეგ ანტონოვსკის ხიდის კოორდინატები არ შეიცვლება", - თქვა სობოლევსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ 27 ივლისს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა "ფილიგრანული" შეტევები განახორციელეს ხერსონში, მდინარე დნეპერზე მდებარე ანტონოვსკის ხიდზე, რის შემდეგაც ხიდზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია