რუსების 34% მხარს უჭერს უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას - Левада-центр
Левада-центр-ის მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რუსების მესამედზე მეტი უჭერს მხარს უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას.
გამოკითხულთა 10% "აუცილებლად" უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ხოლო კიდევ 24% მიიჩნევს, რომ ეს "საკმაოდ მიზანშეწონილია."
ამ ტიპის სამხედრო ნაბიჯის მხარდამჭერთა წილი გასული წლის განმავლობაში 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
ამასთან, უმრავლესობა კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგია - 52%.
მანამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ფიქრობს შესაძლო ცვლილებებზე ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში, რომელიც ამჟამად გულისხმობს ატომური იარაღის გამოყენებას მტრის მიერ ამგვარი ქმედებების საპასუხოდ, ისევე როგორც "სახელმწიფოს არსებობის საფრთხის შემთხვევაში."
2016 წელს Левада-центр, რომელიც რეგულარულად ატარებს სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევებს, რუსეთის ხელისუფლებამ "უცხო აგენტად" გამოაცხადა. ორგანიზაცია ამას არ ეთანხმება. ცენტრის კვლევების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურების გამოკითხვის შედეგებისგან.