რუსებისგან დეოკუპირებულ იზიუმში 440 ადამიანის სამარხი იპოვეს - უკრაინის პოლიცია

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლების შემდეგ, აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, სადაც 440 ადამინის ცხედარი იყო. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერჰი ბოლვინოვმა ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ყველა ცხედარი ცალ-ცალკე დაკრძალეს, ისინი გამიკვეთება და გაიგზავნება სასამართლო ექსპერტიზაზე, როგორც რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებების შეგროვების ფართომასშტაბიანი ძალისხმევის ნაწილი.

ოლვინოვმა იზიუმის სამარცს "ერთ-ერთი უდიდესი" უწოდა განთავისუფლებულ ქალაქში.

პოლიციელის თქმით, ზოგი დახვრიტეს, ზოგი არტილერიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, ზოგი კი საჰაერო დარტყმის შედეგად.

ბევრი ცხედარი იდენტიფიცირებული არაა და მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.

მსგავსი სიახლეები