რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს: დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
უკრაინის პოლიციის ცნობით, 27 ივნისს, საღამოს კრამატორსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-დან 10-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია, 61 ადამიანი კი დაშავდა.
"კრამატორსკზე რუსული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 61 - დაიჭრა. პოლიცია აგრძელებს დაბომბვის ადგილზე მუშაობას. დილის 11:30 საათისთვის ცნობილია სამი ბავშვის დაღუპვის და ერთი ჩვილის დაჭრის შესახებ." - ვკითხულობთ უკრაინის პოლიციის განცხადებაში.
დაღუპულებს შორის არიან 17 წლის გოგონა და 14 წლის დები. რვა თვის ბავშვი დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტრაგედიის ადგილზე გამნაღმველები, გამომძიებლები, კრიმინალისტები, პარამედიკოსები და პატრულის თანამშრომლები მუშაობენ.
27 ივნისს საღამოს რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში კვების ობიექტი დაბომბეს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა კრამატორსკი ისკანდერის რაკეტებით დაბომბეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ "ცხელი კვალზე" დააკავა რუსული სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც 27 ივნისს კრამატორსკის ცენტრში მდებარე კაფეზე რუსული სარაკეტო თავდასხმის კორექტირებას ახდენდა.