რუსებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, არიან დაღუპულები
27 ივნისს, დილით, რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის სლავიანსკის საცხოვრებელ უბნებს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ფეისბუქზე სლავიანსკის საკრებულოს თავმჯდომარე ვადიმ ლიახმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, დღევანდელი მოვლენები სლავიანსკში არ შემოიფარგლა მხოლოდ მაღალსართულიან სექტორში ღამის დაბომბვით. დილით, ტორსკაიას ქუჩის გასწვრივ მდებარე სახლებს და მის მიმდებარე კერძო სექტორს სარაკეტო იერიში მიაყენეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები." - მან დაწერა.
ლიახმა დასძინა, რომ ქალაქის ცენტრი დაიბომბა, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა კასეტური საბრძოლო იარაღი გამოიყენეს. მისი თქმით, სულ მცირე ოთხი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი შენობა დაზიანდა.