რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს გააძევებს

 

რუსეთმა მოსკოვში აშშ-ს საელჩოს რამდენიმე თანამშრომელს გააძევებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ამერიკელ  დიპლომატებს, რომლებიც მოსკოვში სამ წელზე მეტია მუშაობენ, 31 იანვრამდე ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

გასულ კვირას ამერიკაში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ საელჩოს 27 თანამშრომელს აშშ-მ ვიზა არ გაუხანგრძლივა და ისინი ვაშინგტონს წლის ბოლომდე დატოვებენ.

ივლისში რუსეთმა აშშ-ს დიპლომატიური მისიის შეკვეცა აიძულა და საელჩოს თანამშრომლებად ადგილობრივი პერსონალის დაქირავება შეუზღუდა.

მოსკოვში, აშშ-ის საელჩო, რუსეთში ვაშინგტონის ერთადერთ წარმომადგენლობად რჩება მას შემდეგ, რაც ამერიკას ვლადივოსტოკსა და ეკატერინბურგში საკონსულოების დახურვა მოუწია.


დაძაბული ურთიერთობების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუს კოლეგა სერგეი ლავროვს 2 დეკემბერს, სტოკჰოლმში გამართულ ეუთო-ს კონფერენციის ფარგლებში შეხვდება.

აშშ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების მობილიზაციით და მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები