რუსეთის ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა უკრაინზე - რა ვიცით
22 მარტს ღამით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. გენერალური შტაბის განცადების მიხედვით, რუსეთმა, კომბინირებული სარაკეტო-საავიაციო თავდასხმის დროს 151 ერთეული სხვადასხვა სახის საჰაერო საშუელება გამოიყენა, რომელთა ძირითად სამიზნეებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.
მათი განცხადების მიხედვით, უკრაინის წინააღდეგ გამოყენებული იქნა:
- 63 კამიკაძე დრონი;
- 12 ბალისტიკური რაკეტა «искандер-м»;
- 40 ფრთოსანი რაკეტა x-101/x-555;
- 5 ფრთოსანი რაკეტა x-22;
- 7 ჰიპერბგერითი რაკეტა x-47m2 „კინჟალი“;
- 2 ფრთოსანი რაკეტა x-59
- 22 საზენიტო რაკეტა c-300/c-400
კომბინირებული სარაკეტო-საავიაციო თავდასხმა რუსეთის სხვადასხვა წერტილიდან ერთდროულად განხორციელდა - ენგელსისა და ოლენას სტრატეგიული ავიაციის ბაზირების აეროდრომებიდან, კასპიის ზღვის აკვატორიის საჰაერო სივრციდან, როსტოვის და ბელქოროდის ოლქებიდან, ასევე, ანექსირებული ყირიმიდან.
"ყველაზე დიდი შეტევა უკრაინის ენერგეტიკაზე" - ასე აფასებს 22 მარტის ღამის საჰაერო რეიდს „უკრენერგოს“ ხელმძღვანელი, ვლადიმირ კუდრიცკი. უკრაინის ენრგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს შეფასებით - „მიზანი, არა მხოლოდ დაზიანება, არამედ, მთელი ქვეყნის ენერგოსისტემის მწყობრიდან გამოყვანა იყო”.
დაიბომბა და განადგურდა დნიპროჰესის მართვის ცენტრი, თუმცა, კაშხლის ჩამონგრევის საშისროება ამ მომენტისთვის არ დგას.
"სამწუხაროდ, ასევე დაიბომბა უკრაინის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, ზაპორიჟიეში მდებარე დნიპროჰესი. არაადამიანები კახოვკა ჰესის განადგურების შემდეგ არ შეჩერდნენ და ახლა ცდილობენ შექმნან ახალი ეკოლოგიური კატასტროფა დნიპროჰესის ჰიდრავლიკურ კონსტრუქციებსა და კაშხალზე ცინიკურად დარტყმით“ - წერს "უკრჰიდროენერგო."
დაბომბვების შედეგად, ზაპორიჟიეს ატომური ელექტრო სადგურის დენით მომარაგებაც დაზიანდა. რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფედოროვას მიხედვით, სადგური სრული გათიშვის ზღვარზე იყო. რეგიონში არიან დაჭრილები, განადგურებულია 7, ხოლო დაზიანებული 35 საცხოვრებელი სახლი.
მარიუპოლის მერის თანაშემწემ, პეტრ ანდრიუშენკომ, თავის ტელეგრამ არხზე ალმოკიდებული ტროლეიბუსის ფოტო გამოქვეყნა, რომელიც კაშხლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მისი განცხადებით, ტრანსპორტში სამოქალაქი პირები იმყოფებოდნენ.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის მიხედვით, საჰაერო თავდასხმამ ქალაქის დიდი ნაწილი დენის და წყლის გარეშე დატოვა. რუსული სახელმწიფო გამოცემა ТАСС-ი, ოლქში მოქმედი პრო-რუსული იატაკქვეშა ორგანიზაციებზე დაყრდნობით, სატანკო ქარხანის დაზიანებაზეც იუწყება.
საჰაერო იერიში განხორციელდა სუმის, პოლტავას, დნიპროს, ოდესის, ხმელნიცკის, ზაპარიჟიეს, კრივოი როგის, ხარკოვის, ვინიცის და ივანო-ფრანტივსკიში. სამიზნეებს რეგიონებში არსებული კრიტიკული ინფრასტრქუტურა წარმოადგენდა.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება ჰაერსაწინააღდეგო საშუალებები - „პეტრიოტის სისტემებმა უნდა დაიცვას ხარკოვი და ზაპორიჟიე. საჭიროა ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვა, რომ დავიცვათ მოსახლეობა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სახლები, კაშხლები. ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის ამისთვის საჭირო და შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები. სიცოცხლე უნდა იქნას დაცული ამ ურჯულოებისგან“
“დღეს, უკრაინის ენერგეტიკულ, სამრეწველო, სარკინიზგო, სასაწყობე ინფრასტრუქტურებსა და უკრაინის შეირაღებული ძალების დისლკოაციის წერტილებზე მასირებული საჰაერო იერიში მივიტანეთ” - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, 151 საჰაერო საშუალებიდან ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის საშუალებებმა 92 მათგანი გაანადგურა - 55 კამიკაძე დრონი და 37 რაკეტა.
კონტექსტი
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტუქუტრაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა შეიძლება განიხილოს, როგორც, რუსეთის პასუხი ორი რეგიონის უწყვეტ დაბომბვასა და ნავთობ-ბაზების დაზიანებაზე. ამ მომენტისთვის, სულ მცირე 9 მათგანი დაზიანებულია, რაც წარმოებას 11%-ით ამცირებს.
15 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა, ბელგოროდისა და კურსკის დაბომბვებზე კომენტარი გააკეთა - “დაუსჯელად ეს დარტყმები არ რჩება და არც დარჩება”