რუსეთის მთავრობამ რეგიონები დაავალდებულა ელექტროენერგიის გადასახადი გაზარდონ
რუსეთის მთავრობამ 1 იანვრიდან მოსახლეობის ელექტროენერგიის ახალ ტარიფზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ რუსული მედია სამთავრობო განკარგულებაზე დაყრდნობით წერს, რომელიც რეგიონულ დონეზე გაიგზავნა.
დადგენილება 23 დეკემბრით თარიღდება.
ახალი ნორმები 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. სიახლე გულისხმობს სატარიფო განაკვეთის ზრდას მოხმარების მატებასთან ერთად.
მანამდე რუსეთმა მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდა გადაწყვიტა.
მაგალითად, გაზპრომის მომხმარებლებისთვის ფასები ორ ეტაპად გაიზრდება - 2024 წლის 1 ივლისიდან 8%-ით და 2025 წლის 1 ივლისიდან კიდევ 8%-ით.
რუსეთში გაზის ფასი 2022 წლის 1 დეკემბრიდან 8.5%-ით გაიზარდა.