რუსეთის სარაკეტო შეტევა: უკრაინელებმა 6 "კინჟალი" და 6 "კალიბრი" ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 16 ივნისს რუსეთის თავდასხმის დროს საჰაერო თავდაცვამ 12 რაკეტა გაანადგურა.
წინასწარი მონაცემებით განადგურდა:
- 6 კინჟალი;
- 6 კალიბრი;
- 2 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რუსმა დამპყრობლებმა შავ ზღვაში გემებიდან კალიბრის რაკეტები გაისროლეს.
საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის რეგიონში. დედაქალაქში აფეთქებები მოხდა.