რუსეთის წინააღმდეგ იაპონიამ ახალი სანქციები დააწესა

27 იანვარს, იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დამტკიცების შესახებ განცხადება გააკეთა. 

არსებული ინფორმაციით, ახალი სანქციები რუსს პოლიტიკოსებს, სამხედროებს, ბიზნესემენბსა და იურიდიულ პირებს შეეხება. 

ამ სიაში მოხვდა 14 პრო-რუსი სეპარატისტი, რომლებიც კრემლის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის, უკანონო ანექსირების მცდელობებში მონაწილეობს. 

ტოკიოში შეზღუდვები იმ საქონელის ექსპორტზეც დააწესეს, რომელიც შესაძლოა, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებითვის იყოს გამოყენებული. 

 

 

მსგავსი სიახლეები