რუსეთმა ბირთვული წვრთნები დაიწყო

შაბათს რუსეთმა ბირვული წვრთნები დაიწყო. სამხედრო ძლიერების საჩვენებლად წვრთნებზე ჰიპერბგერითი რაკეტებიც გამოიყენეს.

სამხედრო სწავლების დაწყება დასავლეთის მკაცრ რეაქციას მოჰყვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხეზე.

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ წვრთნებს ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ადევნებენ თვალს.

კრემლის განცხადებით, წვრთნებში გემები და წყალქვეშა ნავები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ჰიპერბგერითი რაკეტა "ცირკონი" ისროლეს.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის თქმით, წვრთნების ჩატარების მიზანია ყველას აჩვენონ, რომ რუსეთს ნებისმიერი მტრის დამარცხება შეუძლია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები