რუსეთმა ‘ჩრდილოეთის ნაკადით’ ევროპისთვის გაზის მიწოდება ორჯერ შეამცირა

რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენით გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეში 65 მლნ კუბური მეტრიდან 31 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა.

ცოტა ხნის წინ Nord Stream 1-ის რუსულმა ოპერატორმა გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინა გამორთო, რასაც გატარებული მოცულობის შემცირება მოჰყვა.

გაზპრომის განცხადებით, ტურბინა „კაპიტალურ შეკეთებას“ საჭიროებს.

11 ივლისს რუსეთმა „ტექნიკური შეფერხების“ გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის გატარება მთლიანად გააჩერა.

გაზის მიწოდება 21 ივლისს აღდგა, თუმცა მხოლოდ 40 პროცენტიანი დატვირთვით. ახლა Nord Steam 1-ი 20 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს.

ევროკავშირი Nord Stream 1-ით რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მესამედს იღებს.

ევროკომისიამ ბლოკის წევრ ქვეყნებს 2023 წლამდე მოხმარებული ბუნებრივი აირის 15 პროცენტით შემცირება მოსთხოვა.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ევროპას ახლო მომავალში გაზის მიწოდება სრულად შეიძლება შეუჩეროს.

მსგავსი სიახლეები