რუსეთმა მოლდოვის სახელმწიფო უწყებების საიტზე კიბერშეტევა განახორციელა

რუსეთმა მოლდოვის სახელმწიფო უწყებების საიტებზე კიბერშეტევა განახორციელა. შეტევის უკან ჰაკერების ჯგუფი KillNet დგას.

ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს

უწყების ინფორმაციით საუბარია ე.წ. DDoS შეტევებზე, რომელიც საზღვარგარეთიდან იმართებოდა. 

"კიბერშეტევის უკან ჰაქტივიზმის პრინციპებით მოქმედ ჰაკერულ ჯგუფ KillNet-ს მოიაზრებენ. ამ ჯგუფის ჰაკერები ძირითად DDoS ტიპის შეტევებს ახორციელებენ იმ სახელმწიფოების სახელმწიფო უწყებების საიტებზე, რომლებიც მათი ცნობით უკრაინის უჭერენ მხარს",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ცნობილია, რომ იგივე დაჯგუფებას კიბერშეტევები განუხორციელებია ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოების სახელმწიფო უწყებების საიტებზე, ასევე ნატოს კიბერ-ინფრასტრუქტურაზე, სულ რამდენიმე დღის გახდა, რომ მსგავსი შეტევის ობიექტი გახდა რუმინეთის სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებიც. 

ეს კიბერშეტევები განსაკუთრებით საყურადღებოა დნესტრისპირეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე. რამდენიმე დივერსიული შემთხვევის გარდა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაცით, მაისის ზეიმების პერიოში რუსეთი დნესტრისპირეთში პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები