რუსეთში ФСБ-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა: ეკიპაჟი დაიღუპა
რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის სოსნოვსკის რაიონში ФСБ-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეკიპაჟის 3 ან 4 წევრი დაიღუპა.
ამის შესახებ რუსული РИА Новости და РБК წერენ.
"ჩელიაბინსკის ოლქის სოსნოვსკის ოლქში ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა. შვეულმფრენი ФСБ-ს ავიაციას ეკუთვნოდა. მოსახლეობა და საცხოვრებელი კორპუსები არ დაზიანებულა. ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ, მათ ვუწევთ საჭირო დახმარებას." - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი ტექსლერმა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.