რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევგენი როიზმანი დააკავეს

რუსეთში ეკატერინბურგი ყოფილი მერი ევგენი როიზმანი დააკავეს.

ინფორმაციას როიზმანის თანაშემწე ლეილა გუსეინოვა ავრცელებს.

როიზმანს ბრალი რუსეთის არმიის ქმედებების „დისკრედიტაციის“ მუხლით წაუყენეს, რაც თავისუფლების 15 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

კრემლი სამხედრო ცენზურის კანონს, რომელიც მარტში მიიღებს, ოპოზიციურად განწყობილი პირების რეპრესიისთვის აქტიურად იყენებს.

დაკავებული პოლიტიკოსი ეკატერინბურგიდან მოსკოვში გადაიყვანეს „საგამოძიებო ქმედებების ჩასატარებლად“.

ცოტა ხნის წინ რუსეთში დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი.

 

მსგავსი სიახლეები