რუსეთთან შეთანხმების საფუძვლად შესაძლოა სტამბოლის დოკუმენტი გამოვიყენოთ - უიტკოფი

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთი და აშშ ახლოს არიან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმებასთან და ამისთვის შესაძლოა 2022 სტამბოლის მოლაპარაკებებისას გაფორმებული დოკუმენტი გამოიყენონ. 

ამის შესახებ სტივ უიტკოფმა CNN-თან საუბარში განაცხადა. 

უიტკოფს არ დაუკონკრეტებია შეთანხმების პარამეტრები, თუმცა აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარეს მოუწევს დათმბობებზე წასვლა, "ან ტერიტორიულზე, ან ეკონომიკურზე."

"ეს არის ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს საუკეთესოდ გამოსდის - ის აერთიანებს ადამიანებს. მე ვფიქრობ ჩვენ ბრწყინვალე შედეგს ვიხილავთ. 

უიტკოფის თქმით, შეთანხმემბის პარამეტრების დასადგენად ორიენტირად შესაძლოა 2022 წლის სტამბოლის შეთანხმებები გამოიყენონ - "ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ რამეს მოვაწეროთ ხელი."

კონტექსტი 

ე.წ. სტამბოლის 2022 წლის შეთანხმებები - რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის გაზაფხულზე განხილული ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვასთან ერთად, ქვეყნის არმიის ზომის და შეიარაღებების დრამატულ შემცირებას გულისხმობდა.

 

მსგავსი სიახლეები