რუსი ოკუპანტები უკრაინულ კუნძულ ზმეინიზე მყოფ მესაზღვრეებს დანებებისკენ მოუწოდებენ
ორი ამოუცნობი ობიექტი შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინის მიუახლოვდა და უკრაინელ მესაზღვრეებს დაემუქრა. ამის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრი ფეისბუქზე იტყობინება.
"ორი ამოუცნობი ობიექტი კუნძულ ზმეინის მიუახლოვდა. ოკუპანტები იზმაილის სასაზღვრო რაზმის სამხედროებს ემუქრებიან და დანებებას სთხოვენ. რუსებმა უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო საკომუნიკაციო არხი გამოიყენეს." - ნათქვამია განცხადებაში.
"სრულ იზოლაციაში ხართ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გაანადგურებთ. გადარჩენის შანსი ნულის ტოლია. იფიქრეთ თქვენს შვილებზე, საყვარელ ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებით სახლში, ცოცხალი და ჯანმრთელი, უყვარხართ და გელოდებიან." - ნათქვამია რუსი ოკუპანტების მიერ მათთვის გაგზავნილ აუდიოჩანაწერში, როემლიც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ერთ-ერთი რუსული გემი უკვე შევიდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.