რუსული ლეგიონების მორიგი შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე - რა ვიცით

12 მარტს, დილიდან, სხვადსხვა საინფორმაციო წყაროებითა და ტელეგრამ არხების საშუალებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლო ლეგიონი თავისუფალი რუსეთი, მოხალისეთა კორპუსი და ციმბირის ბატალიონი ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მძიმე ტექნიკით შეიჭრნენ.

ოპერაციას წინ და პარალელურად უძღოდა უკრაინის მხრიდან მასირებული საჰაერო შეტევა 10 სხვადასხვა რეგიონზე დრონებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებითა და ტაქტიკური რაკეტებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დაასდატურა ტერიტორიული გარღვევის მცდელობები ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნტქებში ნეხოტეევკასა და სპოდარიუშინოში, ასევე, კურკსის ოლქის დასახლება ტიოტკინოში.

მათივე ცნობით, გარღვევის მცდელობა წარმატებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი მებრძოლი, 6 ტანკი, თვითმავალი საარტილერიო სისტემა „CAESAR“, 20 შეჯავშნული საბრძოლო მანქანა და საყრედნი პუნქტი გაანადგურეს. ФСБ აღნიშნავს, რომ ეს რიცვბები 10-12 მარტის შეტაკებებს მოიცავს, თუმცა, დანაკარგების ფოტო და ვიდეო მასალა ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ლეგიონმა „თავისუფალი რუსეთი“ ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მათი თქმით, ისინი რუსეთში მიდიან, რათა ხალხი გაათავისფულონ სისხლიმღვრელი დიქტარორისგან, რომელიც რუს ხალხს ართვმევს თავისუფლებას, აცხოვრებს უბედურებასა და შიშში.

"ვრცელდება სულ უფრო მეტი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსულ ლეგიონს თავდაპირველად გარკვეული წარმატება ჰქონდა, მაგრამ ვითარება კვლავ ბუნდოვანია",- წერს ფინელი OSINT ანალიტიკოსი, ემილ კასტეჰელმი.

უკრაინის დაზვერვის სპიკერის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსული მოხალისეობრივი დაჯგუფებები რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები და ისინი რუსეთის მოქალაქეების მიერაა დაკომპლექტებული.

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული დაჯგუფებების ერთობლივ სახმელეთო ოპერაციას წინ და პარალელურად უძღოდა უკრაინის მიერ მასირებული საჰაერო თავდასხმა რუსეთის 10 რეგიონზე. კურსკის ოლქში დრონების იერიშით დაზიანებული იქნა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც 7 დასახლებული პუნქტი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. ასევე, ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონი მასიურად იბომბებოდა არა მხოლოდ დრონებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, არამედ,  „Точка-У”-ს ტაქტიკური რაკეტებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, თუმცა, მისი თქმით, საჰაერო სისტემებმა მათი განეიტრალება მოახერხეს.

ლეგიონთან მჭიდროდ დაკავშირებული რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონამარიოვის მტკიცებით, რუსი ლეგიონერები სრულად აკონტროლებენ სოფელ ლოზოვაია რუდკას. ლეგიონი ირწმუნება, რომ მათი სრული კონტროლისქვეშაა ქალაქური ტიპის დასახლება ტიოტკინო კურსკის ოლქში. 

 

 

ომის პირობებში მხარეების მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად ვერიფიცირება შეუძლებელია. 

კონტექსტი

რუსეთის მოქალაქეებისგან უკრაინაში ჩამოყალიბებულმა რუსულმა მოხალისეობრივმა დაჯგუფებებმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომიდან ორის წლის განმავლობაში არაერთხელ სცადეს რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკისა და ბელგოროდის ოლქში სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციის ჩატარება.

მსგავსი ტიპის სახმელეთო ოპერაციები დაჯგუფებებმა წინა წლის მაისსა და ივნისშიც ჩაატარეს იმავე რეგიონებში. ბრძოლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სასაზვრო ძალებს შორის რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა.

ყველა ეს შენაერთი რუსეთში ტერირისტულ ორგანიზაციებადაა გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები