საბერძნეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს - Kathimerini
საბერძნეთის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა უკრაინისთვის გადასაცემად ის შეიარაღება მოამზადონ, რომელსაც საბერძნეთის შეიარაღებული ძალები აღარ იყენებს.
ამის შესახებ გაზეთ ბერძნული Kathimerini-ის მასალაშია ნათქვამი.
უკრაინისთვის იარაღის გადაცემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოთხოვნა იყო.
ბლინკენის წერილში ნათქვამია, რომ პრიორიტეტი მიენიჭება საბერძნეთის საჰაერო ძალებისთვის KC-135-ის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის გადაცემას, რაც გაზრდის ბერძენი მებრძოლების ოპერატიულ შესაძლებლობებს, ხოლო საბერძნეთს შეუძლია უკრაინას მიჰყიდოს ან გადასცეს არასაჭირო აღჭურვილობა და აშშ მზად არის ამისთვის 200 მილიონ დოლარამდე გამოყოს.
გაზეთის ცნობით, საბერძნეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე გასცა საჭირო მითითებები, რომ მოძველებული სისტემები და აღჭურვილობა, რომლებსაც ბერძნული არმია აღარ იყენებს, უკრაინას გადაეცეს.
საბერძნეთი საბჭოთა წარმოების სხვადსახვა საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს - Тор, Оса, С-300 და ЗУ-23-2, რომელი მათგანი გადაეცემა უკრაინას, ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბერძნეთს 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ებს შეისყიდის.