საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას - Le Monde
Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსასდ, მხარი დაუჭიროს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რათა რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს.
გამოცემის ცნობით, 12 ივნისს ელისეის სასახლეში თავდაცვის საბჭოს ბოლო სხდომაზე განიხილეს უკრაინის ნატოში შესვლის შესაძლებლობა, "როგორც უსაფრთხოების დამოუკიდებელი გარანტია."
"ამას შეუძლია შეაჩეროს რუსეთს მიერ ომის გაგრძელება ან კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში აღკვეთოს შემდგომი აგრესია," - განმარტავს Le Monde საფრანგეთის ხელისუფლების ლოგიკას.
გარდა ამისა, პარიზი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე მინიშნებამ, შეიძლება დაარწმუნოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაში, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ შესაფერისი დროა.
საფრანგეთის პოზიციის ცვლილება, რომელსაც Le Monde "უვერტიურას" უწოდებს, ნიშნავს, რომ ის უახლოვდება იმ პოზიციებს, რომლებსაც მხარს უჭერენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთა უმეტესობაც - უპირველეს ყოვლისა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები - უკრაინის ნატოში შესვლის ურყევი მხარდამჭერები არიან.
"საფრანგეთის პოზიცია ახლა უფრო ახლოს არის პოლონეთთან, ვიდრე გერმანიასთან," - ადასტურებს უცხოელი დიპლომატი ანონიმურობის პირობით Le Monde-თან საუბარში.
მაგრამ გერმანია და აშშ მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ რუსეთთან ომის დასრულებამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას.