საფრანგეთი უკრაინას რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება
საფრანგეთი უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში დაეხმარება.
უკრაინაში საფრანგეთის ელჩის, ეტიენ დე პონსენის განცხადებით, ლვოვში უკვე ჩავიდნენ ტექნიკური და სამეცნიერო დანაყოფის ფრანგი ჟანდარმები.
„საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ამ ტიპის დახმარებას გაუწევს“, - აცხადებს დე პონსენი.
უკრაინა რუსეთს კიევის გარშემო ოკუპირებულ ქალაქებში - ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენში და ბოროდიანკაში - ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.
მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კიევის შემოგარენი დატოვეს, გავრცელდა ფოტო- და ვიდეო-მასალა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ ქმედებებს ცხადყოფს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო სამართლით აკრძალული ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის ქმედება მოითხოვა.
ზელენსკის განცხადებით, პასუხი უნდა აგონ როგორც რუსმა სამხედროებმა, ასევე „ბრძანების გამცემმა პირებმა“.