საფრანგეთის არჩევნები: ვინ მოიგო თბილისში?
თბილისში საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიიღო.
საქართველოს დედაქალაქში ხმის მიცემა სულ 287 ფრანგს შეეძლო, საიდანაც საარჩევნო უბანზე 162 ამომრჩეველი (56.45%) მივიდა.
აქედან ემანუელ მაკრონმა 53 ხმა, ანუ 33.33% მიიღო.
მას მოსდევენ მემარცხენე პოლიტიკოსი, "დამოურჩილებელი საფრანგეთის" კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი და გოლისტი რესპუბლიკელების კანდიდატი ვალერი პეკრესი 30-30 ხმით (18.87%).
ულტრამემარჯვენე ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა ერიკ ზემურმა თბილისში 14 ხმა აიღო (8.81%), მწვანეების კანდიდატმა იანიკ ჟადომ კი - 13 (8.18%).
არჩევნების მეორე ტურში გადასულმა მარინ ლე პენმა საქართველოში მხოლოდ 8 ფრანგის (5.03%) მხარდაჭერა მოიპოვა.
დანარჩენი კანდიდატებიდან ჟან ლასალმა 5 ხმა მიიღო, ნიკოლა დუპონტ-ენანმა 4, ხოლო სოციალისტების კანდიდატმა, პარიზის მერმა, ან იდალგომ - 2.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.