საფრანგეთის პრეზიდენტი კონკურსის გამარჯვებული ტუნისელი მცხობელის პურს არ შეიძენს

2021 წელს პარიზის ბაგეტის ჯილდოს მფლობელი ტუნისში დაბადებული მცხობელი, 42 წლის მაკრამ აკრუტი გახდა.

ტრადიციულად, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას პურით ამ ჯილდოს მფლობელი საცხობი ამარაგებდა, თუმცა წელს მათ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს.

ჯილდოს მიღების შემდეგ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ვებ-გვერდებზე აკრუტის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო, სადაც საუბრობდნენ მისი "ანტი-ფრანგული სენტიმენტების" შესახებ.

აკრუტი საფრანგეთის მოქალაქეა და ბოლო 19 წელია პარიზში მუშაობს, ის ყველა მსგავს ბრალდებას უარყოფს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ კონკურსში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ პურით აუცილებლად ჯილდოს მფლობელი მოამარაგებს ქვეყნის პირველ პირს.

მაკრონის გადაწყვეტილებას ფრანგი ულტრამემარცხენეების კრიტიკა მოჰყვა. ის პოპულიზმში დაადანაშაულეს.

 

მსგავსი სიახლეები