საფრანგეთის შემდეგ, სოცმედიის ასაკობრივ აკრძალვას სხვა ქვეყნებშიც აპირებენ
საფრანგეთში სოცმედიის ასაკობრივი აკრძალვის შემდეგ, რიგ ევროპულ ქვეყნებში დაიწყო მსგავს კანონებზე მუშაობა და განხილვა.
ჩაშლილად: 27 იანვარს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონი მიიღო, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის მოხმარებას უკრძალავს.
- სოცმედიის ასაკობრივი შეზღუდვის საკითხში საფრანგეთი ინოვატორი არ არის, პირველად მსგავსი კანონი 2025 წლის მიწურულს ავსტრალიამ მიიღო, თუმცა საფრანგეთის მაგალითი აიღო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ.
- საფრანგეთში კანონის მიღების შემდეგ მცირე დროში ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბავშვების დაცვა "ციფრული ველური დასავლეთისგან".
- ესპანეთში მინისტრთა საბჭომ 16 წლამდე სოციალური მედიის მოხმარების კანონს განიხილავს.
- დანია მიმდინარე წლის დასრულებამდე 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოცმედიის გამოყენებას შეუზღუდავს.
- იტალიის პარლამენტი ასევე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც 15 წლამდე ე.წ. ინფლუესერებს შეუზღუდავს სოცქსელებში საქმიანობას.
- მსგავს კანონებზე ასევე მიდის მუშაობა გაერთიანებულ სამეფოში, პორტუგალიაში, ავსტრიასა და საბერძნეთში.
ფართო ხედით: ბავშვებისთვის სოცმედიის შეზღუდვის მთავარ მიზეზად ექსპერტები ჯანმრთელობას ასახელებენ.
- არაერთი კვლევის თანახმად, მრავალი საათის განმავლობაში სოცქსელებში აქტივობა ახალგაზრდებში ტვინის მუშაობის რიტმის ცვლილებას იწვევს, რასაც რიგ შემთხვევებში შფოთვითი აშლილობა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები მოსდევს.
- ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოებში უკვე დაწყებული საუბარი საერთო კანონის მიღებაზე, რომელიც ბავშვებს სოცმედიასთან წვდომას შეუზღუდავს.
- ინიციატივას მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.