საფრანგეთმა ეგვიპტეში ვერტმფრენმზიდი გაგზავნა, რომელზეც ღაზელებს უმკურნალებენ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა, რომ ეგვიპტისკენ ვერტმფრენმზიდი გაიგზავნა, რომელიც ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

ლეკორნუს თქმით, გემი იმუშავებს როგორც მცურავი საავადმყოფო, ორი საოპერაციო ოთახით, 40 საწოლით, რენტგენის სკანერით და ლაბორატორიით, ძირითადად პალესტინელი ბავშვების სამკურნალოდ იმუშავებს, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ.

The Times of Israel-ს ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომ გემი გასასვლელად მზად გასულ კვირას იყო, მაგრამ გასვლა გადაიდო, რადგან ისრაელის, ეგვიპტისა და საფრანგეთის ოფიციალურ პირებს დამატებითი დრო სჭირდებოდათ გემის ფუნქციონირების შესახებ ლოგისტიკური დეტალების გასარკვევად.

ისრაელს ღაზასთან ალტერნატიული საავადმყოფოების მოზიდვა სურს, რადგან, ქვეყნის ხელისუფლების თქმით, ღაზაში მოქმედ საავადმყოფოებს ჰამასი სხვა მიზნებისთვის იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ადრე ღაზას სანაპიროზე მცურავი საავადმყოფოების შექმნის იდას მხარს უჭერდნენ, პორტი ძალიან დაზიანდა ისრაელის- დაბომბვის შედეგად და არ არის საკმარისად ღრმა იმისთვის, რომ იქ დიდი გემები შევიდნენ.

მსგავსი სიახლეები