IDF ირანის რეჟიმის მაღალჩინოსნებზე მიტანილ იერიშებს ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, გასულ ღამეს ირანში „მაღალი ღირებულების სამიზნეებზე“ იერიშები მიიტანეს. საჰაერო რეიდების შედეგად მოკლულია გასამხედროებული დაჯგუფება „ბასიჯის“ მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი.

დეტალები: სოლეიმანიზე იერიში „ბასიჯის“ მიერ ახლახან მოწყობილ საველე ბანაკზე მიიტანეს.

  • IDF-ის განმარტებით, დაჯგუფებამ საპალატე ბანაკი მას შემდეგ შექმნა, რაც ისრაელმა მათი არაერთი ცენტრალური შტაბ-ბინა დაბომბა.
  • ოფიციალური ინფორმაციით, იერიშს ასევე ემსხვერპლნენ „ბასიჯის“ მეთაურის მოადგილე და დაჯგუფების სხვა მაღალჩინოსნები.

სხვა სამიზნეები: ისრაელი ასევე ადასტურებს ირანის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურაზე, ქვეყნის დე ფაქტო ლიდერ ალი ლარიჯანიზე მიტანილ იერიშს.

  • თუმცა, სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ შედეგებს ჯერ კიდევ სწავლობენ და ამ დრომდე გაურკვეველია, ლიკვიდირებულია თუ არა ლარიჯანი.
  • პარალელურად, ოთხშაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ლიდერ აკრამ ალ-აჯურისა და ტერორისტული დაჯგუფების სხვა მაღალჩინოსნებზე.
  • ისრაელის სამხედრო სარდლობა ვარაუდობს, რომ ალ-აჯური, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია, თუმცა ინფორმაციის საბოლოო გადამოწმება კვლავ მიმდინარეობს.

კომენტარი: აღნიშნულ დეტალებს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი ადასტურებს.

  • დღეს დილით ზამირმა განაცხადა, რომ „ღამით დაფიქსირდა ლიკვიდაციის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, გავლენა მოახდინონ კამპანიის შედეგებსა და IDF-ის მისიებზე“.

მსგავსი სიახლეები