საფრანგეთში კათოლიკე სასულიერო პირებმა 216 ათასს ბავშვზე სექსუალურად იძალადეს
1950 წლის შემდეგ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირებმა 18 წლამდე ასაკის 216 000 ბავშვზე სექსუალურად იძალადეს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშში ვკითხულობთ.
ანგარიში 2.5 წლიანი გამოძიების შედეგებს აერთიანებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია 2018 წლის ბოლოს შეიქმნა.
"თქვენ ხართ ადამიანების სირცხვილი. თქვენი პროფესიის არსის მიუხედავად, თქვენ დაარღვიეთ სიცოცხლისა და ადამიანის ღირსების დაცვის ვალდებულება", - თქვა ფრანსუა დევომ, ძალადობის მსხვერპლთა ჯგუფის - "განთავისუფლებული სიტყვის" ხელმძღვანელმა.
"თქვენ ამ დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოთ," - მიმართა მან აუდიტორიაში მყოფ კათოლიკე სასულიერო პირებს.
ანგარიშის თანახმად, სექსუალურად ძალადობის მსხვერპლთა 80% ბიჭები იყვნენ.
ამერიკასა და ევროპაში მსგავსმა სკანდალებმა კათოლიკური ეკლესიის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეარყია.