საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ინიშნება
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მენეჯმენტის საკითხებში, ჯონ ბასს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.
"აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე დიდი კარიერის მქონე დიპლომატის, ჯონ ბასის წარდგენას აპირებს, რაც არის მისი ადმინისტრაციის მიერ დემორალიზებული დიპლომატიური კორპუსის გამხნევების მცდელობა", – წერს Foreign Policy.
ბასი წარსულში აშშ-ს ელჩის თანამდებობას იკავებდა საქართველოში, თურქეთსა და ავღანეთში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 60 თანამდებობის პირი, რომლებსაც სენატის საგარეო კომიტეტში მოსმენები უკვე ჰქონდათ, სენატს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.