სალდო: ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ვიწყებთ
ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის "ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა, კოლაბორაციონისტმა ვოლოდიმირ სალდომ ოთხი მუნიციპალიტეტის - ბერისლავსკის, ბელოზერსკის, სნიგირიოვსკის და ალექსანდროვსკის - მშვიდობიანი მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია გამოაცხადა და ამას "ორგანიზებული გადაადგილება" უწოდა.
სალდოს თქმით, უკრაინა "ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ძალებს აგროვებს" და სავარაუდოდ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას აპირებს და შესაბამისად "არსებობს ტერიტორიების დატბორვის დაუყოვნებელი საფრთხე".
სალდოს უშუალოდ ქალაქ ხერსონის ევაკუაცია არ გამოუცხადებია, რომელიც ასევე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.