სალივანი: ამერიკის საბრძოლო მასალის მარაგი იწურება

ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო მასალის მარაგი, უკრაინასთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ფონზე, იწურება.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი ჭურვების მარაგი "შედარებით მცირე იყო."

სალივანის თქმით, ადმინისტრაციამ ასევე გააცნობიერა, რომ მარაგების მდგრად დონემდე შესავსებად წლები და არა თვეები იქნებოდა საჭიროა.

გარდა ამისა, როგორც ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, უკრაინას დახმარება ქვეყნისთვის რთული ამოცანაა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა პენტაგონს უბრძანა სწრაფად იმუშაოს, რათა გაზარდოს შეერთებული შტატების შესაძლებლობები, აწარმოოს ყველა საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება ნებისმიერი კონფლიქტისთვის, ნებისმიერ დროს დაგვჭირდეს. თვიდან თვემდე, ჩვენ ვზრდით საბრძოლო მასალის მიწოდების უნარს," - თქვა სალივანმა.

კონტექსტი

7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ ბომბებსაც მოიცავს.

13 ივლისს ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო კასეტური ჭურვები.

მოგვიანებით პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კასეტური ბომბები უკვე მიაწოდა.

11 ივლისს, NBC-სთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს დეფიციტის შესავსებად აწვდის, რადგან საბრძოლო მასალის მსოფლიო რეზერვები ამოწურვადია.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები ჩვეულებრივი იარაღის წარმოების სიმძლავრის ზრდაზე მუშაობენ, მაგრამ "იქნება დროში სხვაობა, ამ საბრძოლო მასალის ამოწურვასა და ახალი საბრძოლო მასალის ბრძოლაში ჩართვას შორის." კასეტური საბრძოლო მასალა კი ამ პერიოდში დეფიციტს შეავსებს.

მსგავსი სიახლეები