სალივანი შეშფოთებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევით
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კვირას აღიარა აშშ-ის შეშფოთება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ.
ამის შესახებ სალივანმა NBC News-ზე განაცხადა.
"რა თქმა უნდა, არსებობს შეშფოთება," - თქვა სალივანმა. "ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ეხება უცხო ქვეყანას, უცხო მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს მანიპულირება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასა და დემოკრატიაზე."
მან ასევე თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება "ფხიზლად" არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად.
სალივანმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "კონგრესთან ერთად იმუშავებს ორპარტიულ საფუძველზე, რადგან ეს პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს."
მისი განცხადება მოჰყვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის მაღალი რანგის ოფიციალური პირების გაფრთხილებებს, რომ უკრაინასთან ომის მიუხედავად, რუსეთი კვლავ შეეცდება ჩაერიოს ამერიკის არჩევნებში.
რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთისთვის უკეთესია.