სამძებრო სამუშაოები გრძელდება: რა ვიცით დაკარგული წყალქვეშა ნავის შესახებ?

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი ტიტანი შესაძლოა ძალიან ღრმა წყალში იყოს, როგორც ამას მიმომხილველები ფიქრობენ.
გავრცლეებული ინფორმაციით წყალქვეშა ნავს 4,000 მეტრის სიღრმეზე შეეძლო ჩასვლა, ხოლო ტიტანიკი, რომლის მოსანახულებლადაც მგზავრები მიდოდნენ - 3,800 მეტრზეა ჩაძირული.
იქიდან გამომდინარე, რომ რადიო და GPS სიგნალები ამ სიღრმეზე არ ფუნქციონირებს, სამძებრო საქმიანობისთვის დისტანციური მართვის აპარატები გამოიყენება.
ძებნაში Victor 6000-ს გამოიყენებენ, რა შეუძლია?
22 ივნის ცნობილი გახდა, რომ სამძებრო საქმიანობისთვის განკუთვნილი საშუელებები გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი, შესაძლოა, Victor 6000 აღმოჩნდეს, რომელსაც განსაკუთრებული მონაცმები აქვს.
ფრანგული წყალქვეშა მოწყობილობას წყლის ფსკერიდან ფოტოების გადაღება და ზედაპირზე გადაგზავნა შეუძლია. ამასთანავე, ეს მოწყობილობა ძალიან მოქნილია მანევრების შესრულების თვალსაზრისით.
ოთხსაათიანი მორიგეობებით, პილოტების ორი ჯგუფი Victor-ს ზედაპირზე მყოფი გემიდან გააკონტროლებენ. წყალქვეშა მოწყობილობაზე დამაგრებული განათება და კამერები, პილოტებს საშუალებას მისცემს, რომ რეალურ დროში დაინახონ ოკეანის ფსკერსზე არსებული მდგომარეობა. ხედვის არეალი, დაახლოებით ჩოგბურთის მოედნის სიგრძეს უტოლდება. თავად ის პირები, რომლებიც ამ მოწყობილობას მართავენ, ძალიან გამოცდილები არიან.
მიმოხილველების ვარაუდით, ფრანგულმა წყალქვეშმა მოწყობილობამ, შესაძლოა გადამწვყეტი როლი შეასრულოს სამძებრო სამუშაოებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ღრმა წყლისთვის განკუთვნილი სამძებრო ტექნიკის რაოდენობა გაიზარდა, დრო ძალიან მცირეა, რადგანაც გამოთვლის თანახმად, ბორტზე არსებული ჟანგბადის რაოდენობა, უკვე კრიტიკულად ცოტა უნდა იყოს.
სავარაუდოა, რომ განახლებულ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
--------
წყალქვეშა ნავი ტიტანი, სადაც 5 ადამიანი იმყოფება, ჩაძირული ტიტანიკის სანახავად კანადის საზღრვიდან 16 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გავიდა. ცნობილია, რომ კავშირი 09:45 წუთზე დაიკარგა, თუმცა სანაპირო დაცვისთვის, ეს შემთხვევა საღამოს 6 საათზე გახდა ცნობილი.
დაკარგვის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რასაც შედეგი ამ დრომდე არ მოყოლია. სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავი ტიტანი წყლის ქვეშ 4 დღის სამყოფი ჟანგბადით ჩავიდა, რაც ამოწურვასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს.