სამი უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუსეთმა უნგრეთს გადასცა, უკრაინაში არიან

უნგრეთიდან გამოიყვანეს სამი უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც მოსკოვმა ბუდაპეშტს უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე გადასცა. ამ ინფორმაციას 20 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

"უკრაინის საელჩომ ბუდაპეშტში მოახერხა სამი უკრაინელი სამხედრო ტყვის უნგრეთიდან ევაკუაცია. ისინი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე არიან და ყველანაირ მხარდაჭერას იღებენ," - წერს ის.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები, სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბთან და სხვა უკრაინულ ორგანოებთან ერთად, "აგრძელებენ აქტიური ზომების მიღებას რუსეთიდან უნგრეთში ევაკუირებული დანარჩენი უკრაინელი სამხედროების სახლში დასაბრუნებლად."

კონტექსტი

8 ივნისს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნგრეთისთვის "იმიერკარპატული წარმოშობის უკრაინელი სამხედრო ტყვეების" გადაცემის შესახებ განაცხადა.

უნგრეთის ვიცე-პრემიერმა რელიგიურ საკითხებში ზოლტ შემიენმა ATV-სთან კომენტარში დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფის უნგრეთისთვის გადაცემა და თქვა, რომ ეს არის "რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ჟესტი უნგრეთის მიმართ."

ოლეგ ნიკოლენკომ 9 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ტყვეების გადაცემის შესახებ არ იცოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა დეტალური ინფორმაცია გათავისუფლებულთა შესახებ და მოითხოვა კონსულის მათთან დაშვება.

11 ივნისს РБК-Украина-ს წყაროებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი ამზადებდა პროვოკაციულ პრესკონფერენციას რუსეთის მიერ გადაცემული უკრაინელი ტყვეებისთვის, სადაც ისინი გააკრიტიკებდნენ უკრაინას და მადლობას გადაუხდიდნენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობას.

უნგრული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ტყვეების გაცვლა და უნგრეთისთვის გადაცეამა ვიცე-პრემიერ შემიენის ინიციატივით, მთავრობის ინფორმირეის გარეშე შეიძლებოდა მომხდარიყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 19 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ელჩს და კონსულს მათთან შეხვედრის უფლება არ აქვთ, ნათესავებთან შეხვედრა კი მკაცრად შეზღუდულია.

კულება თვლის, რომ ტყვეების გადაცემის ოპერაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

მსგავსი სიახლეები