სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გავზრდით
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ კორეის რესპუბლიკა 2023 წელს უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას გაზრდის.
ეს განცხადება იოლმა შაბათს, კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
"გასულ წელს ჩვენ უკრაინას ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო საბრძოლო მასალა მივაწოდეთ. ვიმედოვნებთ, რომ წელს ჩვენი დახმარების დონე გაცილებით მაღალი იქნება...
მაისში, პრეზიდენტი ზელენსკი და მე შევთანხმდით, რომ უკრაინას საჭირო აღჭურვილობა მივაწოდოთ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, განაღმვა და ჩვენ ვაგრძელებთ ამას. კორეის მთავრობამ გასულ წელს 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება.
ასევე ვგეგმავთ უკრაინის დახმარების გაზრდას განათლების სისტემის აღდგენაში. შარშან გადავწყვიტეთ დავეხმაროთ დანგრეული სკოლების აღდგენაში. ჩვენ ასევე გვსურს, ვუზრუნველვყოთ უკრაინას მომავალი თაობების მხარდაჭერა ორი პრეზიდენტის სტიპენდიით." - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მან უკრაინაში არსებული ვითარება შეადარა 70 წლის წინანდელ კორეას, როდესაც ჩრდილოეთ კორეა უკანონოდ შეიჭრა სამხრეთში.