საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ნავალნი დაიღუპება, პასუხისმგებლობა პუტინს დაეკისრება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ თუ დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოკვდება, ამაზე პასუხისმგებლობა პირადად პუტინს დაეკისრება.

“ჩვენ აუცილებელ სანქციებს დავაწესებთ ბატონ პუტინზე და რუს სამართალდამცავებზე,”-განაცხადა ლე დრიანმა.

ლე დრიანმა ასევე დასძინა, რომ საფრანგეთმა და რუსეთმა “უნდა გააგრძელონ ერთმანეთთან საუბარი. პუტინთან ურთიერთობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ის იქ არის.”

გარდა ამისა, ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეგმის. თუმცა, მისი თქმით, “უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზება ინციდენტების რისკს ზრდის.”

მსგავსი სიახლეები