საუდის არაბეთი თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს
საუდის არაბეთის საელჩომ ლიბანში მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ლიბანი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაძაბულობის ზრდის გამო.
ამის შესახებ ლიბანში საუდის არაბეთის საელჩო X-ზე წერს.
"საუდის არაბეთის საელჩო ლიბანის რესპუბლიკაში ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს სამხრეთ ლიბანში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს პატივი სცენ ლიბანში მოგზაურობის აკრძალვას და მოუწოდებს იქ მყოფ მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანის ტერიტორია." - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება შეიძლება მოხდეს რამდენიმე კვირაში დაიწყოს, თუ იერუსალიმი და ჰამასი ვერ მიაღწევენ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას.
გაეროში ირანის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში "გამანადგურებელი ომი დაიწყება."
ომის საფრთხის გამო, პენტაგონი ლიბანიდან ამერიკელების ევაკუაციისთვის ემზადება.