СБУ-ს უფროსმა პირადად დააპატიმრა რუსეთის "ვირთხა", რომელიც უწყების მაღალჩინოსანია
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/vas.jpg)
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ანტი-ტერორისტული ცენტრის შტაბის ხელმძღვანელის დაპატიმრების შესახებ იუწყება, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.
უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამია, რომ დაპატიმრების ოპერაციას პირადად ხელმძვანელობდა სამსახურის უფროსი, ვასილი მალიუკი. ამასთანავე პრეს-რელიზში არ კონკრეტდება ბრალდებულის ვინაობა, თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ვირთხა" СБУ-ს პროკურორი, დმიტრო კოზიურა აღმოჩნდა.
მალიუკის თქმით, გამოვლენილია 14 დანაშაულებრივი ეპიზოდი. "ეს იყო დამუშავებისა და რეალიზაციის ურთულესი და მრავალსაფეხურიანი ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული მეთოდებისა და ოპერატიუ-ტექნიკური ღონისძიებები."
უკრაინის უსაფრთხოებისა სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ უწყების თანამშრომლებმა ბრალდებულის თითქმის ყველა ციფრულ მოწყობილებაში შეაღწიეს - "ჩვენ პრაქტიკულად ვცხოვრობდით მასთან."
უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ვირთხის" გამოვლენის შემდეგ მოწინააღმდეგე საკუთარი ჯაშუშისგან გარკვეული დროის განმავლობაში დეზინფორმაციას იღებდა.
სამსახურში ამბობენ, რომ ოპერაციის დეტალებზე ახლო მომავალში უფრო ვრცლად ისაუბრებენ.