სარ-ში რადიოწამყვანი დააკავეს მოქალაქეების რუსეთის არმიისთვის დაქირავების ბრალდებით

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რუსეთის სასარგებლოდ მებრძოლების დაქირავების ბრალდებით, SAfm რადიოს წამყვანი და კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს.

ვითარების არსი: სარ-ის პოლიციის ცნობით, ისინი დააკავეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთის არმიაში დაქირავების ფაქტების გამოძიების ფარგლებში.

  • პარალელურად, კენიაში გახდა ცნობილი ორ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომლებიც, სხვა ათობით მოქალაქესთან ერთად, უკრაინის ომში აღმოჩნდნენ რუსეთის მხარეს და დაიღუპნენ. ახლობლების მტკიცებით, ისინი მოტყუებით დაიქირავეს
  • სამხრეთ აფრიკული მედიის თანახმად, დაკავებულ ხუთ პირს შორის არის რადიო SAfm-ის წამყვანი და BRICS-ის ჟურნალისტთა ასოციაციის თანათავმჯდომარე.
  • პროკურატურის თანახმად, ხუთივე პირი იოჰანესბურგის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც რუსეთში გამგზავრებას აპირებდნენ.

დეტალები: მანამდე, ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას პარტია MK-ის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ ისინი მოატყუეს და რუსეთის არმიისთვის დაქირავებაში ჩართულები იყვნენ ჯეიკობ ზუმას ქალიშვილი, პარლამენტის დეპუტატი დუდუზილე ზუმა-სამბუდლა და კიდევ ორი პირი.

  • ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ისინი ივლისში გაგზავნეს რუსეთში და დაჰპირდნენ, რომ იქ უბრალოდ სამხედრო წვრთნას გაივლიდნენ, თუმცა ამის ნაცვლად, მათ აიძულეს, ხელი მოეწერათ კონტრაქტზე მოქმედ არმიაში მსახურების შესახებ.

  • შედეგად, 17 ადამიანი აღმოჩნდა უკრაინის დონეცკის რეგიონში, დანარჩენებმა კი შეძლეს შინ დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები