"ქაღალდის ვეფხვი" - ვენესუელელი ჩინოვნიკები რუსეთით იმედგაცრუებულები არიან
ვენესუელელი ჩინოვნიკები იმედგაცრუებელები არიან უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან პარტნიორობით და კრემლის უმოქმედობით აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროს დაპატიმრების დროს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
- "იმ დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინის ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეები თავს მიტოვებულად გრძნობენ, ან უფრო უარესად"- ნათქვამია მასალაში.
- სტატიის ავტორების ცნობით, განვითარებული მოვლენების ფონზე ვენესუელელი ჩინოვნიკები რუსეთს ქაღალდის ვეფხვს უწოდებენ - "და ისინი არ არიან მარტო, დამასკოდან თეირანის ჩათვლით ჰავანამდე, ავტორიტარული რეჟიმებმა, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ რუსეთთან ახლო კავშირებით, რუსეთისგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღოს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე სჭირდებოდათ."
ჩაშლილად: ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელაში ჩატარებული ელვისებური რეიდს - რომლის ფარგლებშიც ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააპატიმრეს - მთავარ დამნაშავეებად კარაკასში კუბელებსა და რუსებს მიიჩნევენ.
- მადუროს გარემოცვაში მიაჩნიათ, რომ კუბისა და რუსეთის სპეცსამსურები სრულად ჩაფლავდნენ, რადგანაც მათ ვერ შეძლეს პოტენციური სუსტი წერტილების გამოვლენა და არ გააჩნდათ არანაირი სპეციფიკური ინფორმაცია ამერიკელების სამხედრო გეგმების შესახებ.
დიდი სურათი: ვენესუელელი ჩინოვნიკები ასევე უკმაყოფილოები არიან რუსეთისგან შეძენილი საჰაერო თავდაცვის სისტემით - მათი თქმით, საზენიტო სისტემები რადარებთანაც კი არ იყო დაკავშირებული და საერთოდ არაოპერაციული აღმოჩნდა.
- დაუცველი აღმოჩნდა ქვეყნის კიბერ-უსაფრთხოების სისტემაც, რომელიც სრულად რუსულ პროგრამირებას იყენებდა.
კონტექსტი: "ამ ყველაფრის შედეგი მოსკოვს, კარაკასსა და ჰავანას შორის უსაფრთხოების სფეროში ნდობის ჩამოშლაა"- ნათქვამია მასალაში.
- ვლადიმირ პუტინი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ამერიკელი სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას, თუმცა გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლის მაღალჩინოსნები "გაბრაზებულები" იყვნენ ტრამპის გადაწყვეტილებით.
სტრიქონებს შორის: ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთისთვის ვენესუელაში განვითარებული მოვლენები უსიამოვნოა, თუმცა არაკატასტროფული და კრემლისთვის ამერიკასთან ურთიერთობები ზედმეტად მნიშვნელოვანია, რომ მადუროს ბედის გამო ამის გაფუჭება გარისკონ.