სენატი USAID-ის დაფინანსებას ზრდის
დემოკრატმა სენატორმა ტიმ კეინმა და რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ ოთხშაბათს ამერიკის სენატში წარადგინეს კანონპროექტი, რომელშიც ინიცირებულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსების (USAID) ზრდა.
კანონპროექტის თანახმად, შემდეგი 4 წლის განმავლობაში “ახალი პარტნიორობის ინიციატივას” 250 მილიონი დოლარი დაემატება.
“ახალი პარტნიორობის ინიციატივა შეიქმნა იმისთვის, რათა გაფართოვდეს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს USAID-ის ადგილობრივი პარტნიორების ბაზა. ეს ჰუმანიტარულ საქმიანობას უფრო ეფექტურს და უკეთესს გახდის,” - თქვა კეინმა.
ინიციატივა მიზნად ისახავს შეამციროს USAID-ის დამოკიდებულება სხვადსხვა ქვეყნებში კონკრეტულ კონტრაქტორებზე.
USAID ამერიკის საგარეო დახმარების მთავარი გამცემია. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფი ქვეყნების პირდაპირი დახმარებაა.